← ყველა ვაკანსია

მოლარე

მიკრობანკი ემბისი · თბილისი

სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის შესახებ: სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სალარო ოპერაციების წარმოება;ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის დათვლა, შემოწმება და შენახვა;სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;არასაკრედიტო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა, გეგმის შესრულება;არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკანსაციის განხორციელება;სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;რეგულარული რეპორტინგი სალაროს საქმიანობაზე;საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დროის ეფექტური მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;კარიერული ზრდის შესაძლებლობას;დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის გაგზავნა →