← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენლი

ანშენ ფარმა · თბილისი, ქუთაისი

ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და იმერეთის რეგიონში. საშტატო განაკვეთი: სრული საშტატო განაკვეთი. მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი ძირითადი მოვალეობები: მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან. მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება.შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel).ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები:კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.შედეგზე ორიენტირებულობა.შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.არაკონფლიქტურობა. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. მუშაობის გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე კვირაში, 10:00- დან 17:00 საათამდე. დასვენების დღეები: შაბათი და კვირა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: darbaiselieka5@gmail.com . "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი", თქვენი სახელი და გვარი და ქალაქი.

განაცხადის გაგზავნა →