მეთოდოლოგიის სპეციალისტი
მიკრობანკი ემბისი · თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ქეთევან დედოფლის გამზ. #68;განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.10.2026
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ:სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან ახალი ან მოქმედი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და სისტემატიზაცია;მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შიდა სამართლებრივი აქტების, მათ შორის, დებულებების, წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება;დოკუმენტების აკადემიურად გამართული, მკაფიო, თანმიმდევრული და იურიდიულად სწორი ფორმით ჩამოყალიბება;შიდა სამართლებრივი აქტების მიკრობანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, არსებული დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;დოკუმენტების შეთანხმების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დოკუმენტების კორექტირება და საბოლოო რედაქციის მომზადება;დოკუმენტების ერთიანი სტრუქტურის, ტერმინოლოგიისა და სტილისტიკური სტანდარტების დაცვა;შიდასამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებისათვის განმარტებითი, სასწავლო და საინფორმაციო მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით;ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;შიდა სამართლებრივი აქტების, პროცედურების, ინსტრუქციების ან სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;საბანკო რეგულაციების ცოდნა;
საჭირო უნარები: სამართლებრივი და ანალიტიკური აზროვნება;ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;დამოუკიდებლად მუშაობისა და დასაბუთებული პროფესიული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://mbc.selfrecruit.ge/s/FAmjJ