← ყველა ვაკანსია

მშენებლობის ზედამხედველი

Ave.New-ახალი გამზირი · თბილისი

დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’ -ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი მოვალეობები: გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები;ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები;მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება;აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობის უნარი;ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის მართვის უნარი;პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;მოქნილობა ცლილებების მიმართ. გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე: info@avenew.ge

განაცხადის გაგზავნა →