← ყველა ვაკანსია

მოლარე

ალკოსფერო · კონსულტანტი

„ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #20 აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები:   მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით; პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება; თაროების რეგულარულად შევსება და განახლება; ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება; ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება; სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.   გრაფიკი: მცოცავი 10:00 – 16:00 ან 16:00 – 22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)   ანაზღაურება: 1300 ლარამდე (900 ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან);   დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hr@alcosphere.ge   გისურვებთ წარმატებებს!  

განაცხადის გაგზავნა →