უსაფრთხოების თანამშრომელი
სკოლა ალბიონი
შპს "არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის (სართულის დაცვა, მანდატურის ფუნქციით) თანამდებობაზე.
საშტატო ერთეულის რაოდენობა: 2 (სასურველია გენდერული ბალანსის დაცვა)
ხელფასი 1250 ლარი;
მოვალეობები:
** სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა და მოსწავლეთა უსაფრთხოების ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი.
** უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევებზე უშუალო და ოპერატიული რეაგირება.
** კონფლიქტური და რისკის შემცველი სიტუაციების მართვა და შესაბამისი რეაგირება.
** მოსწავლეთა და სხვა პირთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის ვიზუალური მონიტორინგი.
** საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მშვიდი გარემოს შენარჩუნება და დერეფანში ზედმეტი მოძრაობის აღკვეთა .
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის.
** საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
** მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესითა და უსაფრთხოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
** ყოველი ინციდენტის შემთხვევაში წერილობით აფიქსირებს ფაქტს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას პასუხისმგებელი პირისთვის.
** აწარმოებს მისთვის განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებსა და ანგარიშგებას.
** ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლს.
** მონაწილეობს საგანგებო და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში
** აწარმოებს მისთვის ფუნქცია-მოვალეობით განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს და ანგარიშგებას.
** ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ახორციელებს დღის განმავლობაში გამოვლენილი უსაფრთხოებისა და საკითხების შეჯამებას.
** ახორციელებს სკოლის უსაფრთხოების წესებითა და დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია მის თანამდებობრივ მოვალეობასთან.
შენიშვნა: არჩეულ კანდიდატთან გამოსაცდელი ვადით გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
ტელ: 2 78 96 11
გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ სკოლის ელფოსტაზე - school.albion@yahoo.com.