← ყველა ვაკანსია

ოპერატორი

ფაინ თრი ტერმინალი

სასაწყობო მეურნეობის ბიზნეს ოპერატორი "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება: მიღებული ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია და პროგრამული ასახვა. ** საბანკო და სალარო ოპერაციები: საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი. ** ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა: კომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზუსტი ასახვა პროგრამაში. ** ანგარიშების მოწესრიგება: ბუღალტრული ანგარიშების დაზუსტება და "თვის დახურვის" პროცესში მონაწილეობა. ** RS.GE პორტალთან მუშაობა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა. ** საგადასახადო დეკლარაციები: დეკლარირების პროცესში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება (საშემოსავლო, დღგ და ა.შ.) ** საწყობიდან გასაწერი პროდუქციის დოკუმენტაციის გაფორმება და პროგრამაში ასახვა; ** ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება. ** დოკუმენტაციის კორექტირება, დავალიანებების დოკუმენტაციის კონტრაგენეტებისთვის მიწოდება. ** ნაშთების მონიტორინგი. ** დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით. ** პროგრამული ცოდნა: - ORIS-ში მუშაობის გამოცდილება. - აუცილებელია 1C-ის და WMC პროგრამების ცოდნა და გამოცდილება. - MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა. - RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ** კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა. სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00 სთ; შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება; ხელფასი: 1000-1400 ლარი (ნეტი) (კვალიფიკაციის მიხედვით) მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: info@pt.ge (საგნის ველში მიუთითეთ "ოპერატორი". ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 591 708 009.

განაცხადის გაგზავნა →