← ყველა ვაკანსია

პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით

ინტელკომ ჯგუფი

"ინტელკომ ჯგუფი" — IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში — ეძებს პროდუქტის მენეჯერს ქსელების მიმართულებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქსელების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ქსელის ინჟინერი, PreSales ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი); ** როუტერებისა და სვიჩების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად); ფუნქცია-მოვალეობები: ** ანალიტიკური საქმიანობა ** პროდუქტების მართვა ** პროდუქტების განვითარება ** მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ანაზღაურება და ბენეფიტები: ** ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის: მომწოდებლებთან სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, კონფერენციები და პროფესიული ღონისძიებები; ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — საერთაშორისო ტრენინგები, ვენდორული და ინდუსტრიული სერტიფიკაციები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. — ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; ** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →