← ყველა ვაკანსია

ლოგისტიკის კოორდინატორი

ავტო იმპორტ ჯორჯია

"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე. ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: კორეა, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე. ზოგადი უპირატესობა: ** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან. ** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ** ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების მიღებიდან მათ მოწესრიგებასა და მომხმარებლისთვის გადაცემამდე პროცესის ეფექტურ კოორდინაციას. ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოს ტერიტორიაზე ავტომზიდის შემოსვლის შემდეგ მძღოლთან კომუნიკაცია და ავტომზიდის მიღების პროცესის კოორდინაცია; ** ავტომობილების დაცლისთვის ოპტიმალური და ბიუჯეტური ლოკაციის მოძიება და შესაბამისი საკითხების ორგანიზება; ** ავტომზიდის მიღებისა და ავტომობილების დაცლის პროცესის ორგანიზება; ** ავტომობილების განფუთვა (საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური დათვალიერება და დაზიანებების დაფიქსირება სადაზღვევო პროცესისთვის; ** ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი რეპორტის მომზადება; ** მძღოლისგან მიღებული დოკუმენტების დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება; ** სანომრე ნიშნების დახარისხება და ავტომობილებზე განთავსება/დამაგრება; ** ავტომობილების რეცხვისა და დასტიკერების პროცესის ორგანიზება; ** მოწესრიგებული ავტომობილების მარკეტინგის გუნდისთვის დროული ჩაბარების კოორდინაცია; ** მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია ავტომობილების მზადყოფნის შესახებ; ** ავტომობილებისა და გასაღებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა; ** მომხმარებლების დახვედრა და ავტომობილების გადაცემის პროცესის ორგანიზება; ** შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილების სტატუსების შესახებ დროული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა, რადგან პოზიცია მოიცავს ძირითადად რუსულენოვან მძღოლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; ** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი; ** ავტომობილის მართვის მოწმობა — აუცილებელი; ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული; ** სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა; ** ავტომზიდის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორს მიეწოდება წინასწარ; ** პოზიცია მოითხოვს მობილურობას და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილებას. ** ანაზღაურება: 500 ლარი თითო სრულად ორგანიზებულ და დასრულებულ ავტომზიდზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: hr@aig.com.ge. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "იმპორტის კოორდინატორი" გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →