← ყველა ვაკანსია

ოფისის და საოჯახო სასტუმროს დამლაგებელი

ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედი · ქუთაისი

"ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედის" საქართველოს ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ოფისის და საოჯახო სასტუმროს დამლაგებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, 9 აპრილის ქ. N 1ბ. სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი - 08:00 - 15:00 დასაქმებული მიიღება ოფისის და საოჯახო სასტუმროს დამლაგებლად, მისი პოზიციის აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები წარმოადგენს შემდეგს: ** საოფისე და სასტუმრო სახლების სივრცეების, კიბეების, დერეფნების, სააბაზანოების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ნივთების დასუფთავება; ჯამში არის 13 ოთახი; ** ყველა ოთახის სათანადო დალაგება; ** მტვრის მოცილება ზედაპირებიდან; ** ფანჯრის ჩარჩოების მინის რეცხვა. ეს ასევე შეიძლება გაკეთდეს ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი; ** ტუალეტების და აბაზანების ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფექცია; ** ქაღალდის ურნების გასუფთავება, როგორც ოფისებში, ასევე აბაზანაში; ** ამ ურნების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით; ** ნაგვის შეგროვება და გატანა შენობის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას; ** შენობის რეგულარული ვენტილაცია; ** აღჭურვილობასთან მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა; ** ელექტრო ან დასუფთავების მოწყობილობაში გაუმართაობის გამოვლენისას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სარემონტო და ტექნიკურ მუშაკს; ** სახეხი, საწმენდი და მადენზიფიქცირებელი საშუალებების სპეციალურ ადგილას შენახვა, მოვლა-პატრონობა, ასევე, ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება საჭირო შესყიდვების შესახებ; ** სარეცხის სამუშაოების შესრულება, დაუთოების ჩათვლით; ** სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად; ** შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა; ** შედეგებზე ორიენტირებული და უფლებამოსილი იყოს მიიღოს ნებართვა შესაბამისი ორგანოებისგან. შენიშვნა: დამატებითი დეტალები განიხილება გასაუბრების დროს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lali.Khechoshvili@Lntecc.com; krpk@Lntecc.com

განაცხადის გაგზავნა →