← ყველა ვაკანსია

Junior CRM Specialist

Gepha

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.  "გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის  უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ ტალანტს უმცროსი CRM სპეციალისტის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა. რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან? კამპანიებისთვის სამიზნე მომხმარებელთა ჯგუფის შექმნასა და ფორმირებაში დახმარება;მომხმარებლის ბაზების დამუშავება;SMS-ისა და სხვა CRM კამპანიების მომზადებასა და გაშვებაში ჩართულობა;მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;ლოიალობის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერა რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)აუცილებელია Excel-ის კარგი ცოდნა.მნიშვნელოვანია CRM-ის, ანალიტიკის ან/და მომიჯნავე სფეროებში მინ 1წლიანი გამოცდილება;სასურველია SQL-ის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პრობლემების სწრაფად აღმოჩენის და გადაჭრის უნარი;გუნდთან მუშაობის უნარი;სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚 

განაცხადის გაგზავნა →