← ყველა ვაკანსია

მცირე ზომის ფილიალის მენეჯერი

კარფური სითი · გლდანი

"კარფური სითი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს მცირე ზომის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: გლდანი ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500-1700 ლარი (ზრდადი) ** ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა; ** სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის გეგმის, ბიუჯეტის და სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა; ** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** საოპერაციო ხარჯების კონტროლი; ** მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ეფექტური მართვა; თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ** მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS); ** მარაგების, დანაკარგების (Shrinkage) და ნარჩენების ეფექტური მართვა; ** პროდუქციის, განსაკუთრებით Fresh Food კატეგორიის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა; ** სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** მაღაზიის ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და აქტივების ეფექტური მართვა; ** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის მონიტორინგი; ** ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა; ** აქტიური რეპორტინგი კომპანიის საოპერაციო მენეჯმენტთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** რითეილ სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** დროის მენეჯმენტი; ** გუნდის მართვა; ** მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტაცია; ** შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა; ** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ტელეფონი: 557 159 159 ელფოსტა: goglichidzes@yahoo.com

განაცხადის გაგზავნა →