← ყველა ვაკანსია

უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

სფეის კარგო · ქუთაისი

კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს. პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი მდებარეობა: ქუთაისი, წერეთლის ქ. 126 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00 ძირითადი მოვალეობები: ** ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება; ** მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით; ** ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება; ** პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი; ** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი. ანაზღაურება და ბონუსი: ** პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში; ** 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში; ** დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა: ბონუსი საშუალოდ 250-300 ლარია, ხოლო შედეგების მიხედვით შეიძლება დაახლოებით 400 ლარამდე გაიზარდოს. განაცხადის წესი CV მიიღება მხოლოდ ვაკანსიაში მითითებულ ელფოსტაზე - hr@spacecargo.ge. პირად შეტყობინებაში ან კომენტარში გამოგზავნილი საკონტაქტო ნომერი/CV არ განიხილება. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი — ქუთაისი".

განაცხადის გაგზავნა →