← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი

სასტუმრო გრაფი

სასტუმრო "გრაფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ძირითადი კომპეტენციები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება; ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით; ** ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების ცოდნა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროს ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება; ** წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება; ** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კოორდინაციით; ** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად; ** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმება; ** Front Office-ის/ადმინისტრატორებისა და Housekeeping-ის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში; ** შესრულებული სამუშაოებისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; ** ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და შესაბამისი რეგულაციების დაცვა; ** ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალებების შესრულება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ** სამუშაო საათები: 8 საათი დღეში; ** დასვენება: კვირაში 2 დღე; ** ანაზღაურება: 1500 ლარი; ანაზღაურების გადახედვა შესაძლებელია კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად; ** კვება: უზრუნველყოფილია. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კვებას სასტუმროსგან; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: graftbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. 511225500; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →