← ყველა ვაკანსია

ბელბოი

Heritage Hotel and Suites

სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 33 მაღალი კლასის ოთახებსა და ლუქსებს. ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის, ვეძებთ ახალ წევრს ბელბოის პოზიციაზე. საჭირო ცოდნა და უნარები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა დამწყების დონეზე საკმარისია. ** პასუხისმგებლობიანი; ** გუნდურად მუშაობა; ** მოწესრიგებული და პოზიტიური. მოვალეობები: ** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება; ** სტუმრის ბარგის ოთახამდე ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა; ** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის; ჩვენ გთავაზობთ: ** ** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს; ** კარიერული ზრდის ხელშეწყობას (სურვილის შემთხვევაში, შეისწავლით სასტუმროს მართვის პროგრამას) ** კვებით უზრუნველყოფას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი ცვლა 10:00 სთ_დან 10:00 სთ_მდე ** ანაზღაურება: 800 ლარი დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@hotelheritage.ge წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →