იურისტი
ბელ მეზონი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია, განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება;
** მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
** კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება.
** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
** HR ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
** HR პოლიტიკის და პროცედურების წარმოება ადგილობრივი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა);
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
** სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00)
ანაზღაურება: 4000 ლარი
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებ-გვერდი: https://bellemaison.ge/ | https://www.facebook.com/bellemaisontbilisi
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის" პოზიცია.