← ყველა ვაკანსია

ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი

Burtbushela · თბილისი, რუსთავი

Burtbushela - 2-7 წლის ბავშვების საფეხბურთო განვითარების აკადემია, რომელიც სწრაფად იზრდება, აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელის პოზიციაზე. ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ ფილიალებში: ** რუსთავი ** თბილისი - ვარკეთილი ** თბილისი - საბურთალო ძირითადი მოვალეობები: ** 2-7 წლის ბავშვებისთვის სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებული ვარჯიშების ჩატარება; ** უსაფრთხო, მეგობრული და პოზიტიური გარემოს შექმნა; ** აკადემიის სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დაცვა; ** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში. მოთხოვნები: ** ფეხბურთის ცოდნა და სპორტული გამოცდილება; ** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და სიყვარული; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამწვრთნელო გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო - წარმატებულ კანდიდატებს ადგილზე გადავამზადებთ. ანაზღაურება: პირველი 2 თვის განმავლობაში - თვეში 500 ლარი; წარმატებული მუშაობის შემთხვევაში ხელფასის ზრდის რეალური პერსპექტივა. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას; ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდს; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** სწრაფად მზარდ კომპანიაში მუშაობას. თუ გიყვარს ფეხბურთი და ბავშვებთან მუშაობა, გამოგვიგზავნე CV burtbushela@gmail.com და დაგიკავშირდებით!

განაცხადის გაგზავნა →