← ყველა ვაკანსია

უმცროსი იურისტი

TNET

შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს უმცროსი იურისტის პოზიციაზე! https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 შენი როლი "თინეთში": ** TNET-ისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების/პლატფორმების ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა; ** სხვადასხვა ტიპის კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ანალიზი; ** ქართულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებული პროექტების იურიდიული მხარდაჭერა; ** ციფრულ პროდუქტებთან, e-commerce-სა და ტექნოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა; ** კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა; ** სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და პრევენციაში მონაწილეობა; ** პერსონალური მონაცემების დაცვასა და privacy/data protection საკითხებზე იურიდიული გუნდის მხარდაჭერა; ** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივ ნაწილზე მუშაობა; ** სამართლებრივი კვლევის, დასკვნებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება; ** სხვადასხვა ბიზნეს გუნდთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტებისა და პროექტების დანერგვის პროცესში. ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ: ** გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი; ** გაქვს კორპორატიული/ბიზნეს სამართლის მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** ფლობ ინგლისურ ენას B2/C1 დონეზე - წერილობით და ზეპირად; ** გაქვს ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება; ** გაქვს ძლიერი ანალიტიკური და კვლევითი უნარები; რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი. კიდევ უფრო საინტერესოა თუ: გაქვს ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ან ინტერესი IT/Tech, E-commerce, Data Protection/GDPR, Intellectual Property და Digital Services მიმართულებებისადმი. "თინეთში" დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

განაცხადის გაგზავნა →