← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

სორიზო

სტომატოლოგიური კლინიკა "სორიზო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი; სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17 ანაზღაურება: შეთანხმებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკაში მოსული პაციენტების პირველადი მიღება, დახვედრა და კონსულტაციაზე გადამისამართება; ** პაციენტების ჩაწერა და ვიზიტების მართვა სამედიცინო პროგრამაში; ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და პაციენტებთან კომუნიკაცია; ** პაციენტების სამედიცინო ბარათების აღრიცხვა, შევსება და პროგრამული მართვა;** ** კლინიკის ექიმებთან და ასისტენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის; ** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და სალაროს ანგარიშგება; ** მისაღებ სივრცეში (Reception) წესრიგისა და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა. უნარები/კომპეტენციები: ** სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიურ ან სამედიცინო კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია); ** ინგლისური ენის ცოდნა; ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sorriso.ge გასაუბრების შემდეგ მოთხოვნილი დოკუმენტაცია იქნება: პირადობის ასლი.

განაცხადის გაგზავნა →