დაფასოების ოპერატორი
ნუტრიმაქსი · თბილისი
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ კანდიდატებს.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო სრულდება საწარმოო გარემოში და მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას - ფეხზე დგომას, პროდუქციისა და ტომრების გადაადგილებას, ასევე აქტიურ ჩართულობას დაფასოებისა და წარმოების პროცესში.
სამუშაო ადგილი: ფონიჭალასამუშაო გრაფიკი: ცვლადი, დინამიური გრაფიკი
ანაზღაურება: საშუალოდ 2 000–2 300 ₾ - ანაზღაურება დამოკიდებულია და იზრდება დაფასოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად.
ბენეფიტები:ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან და რუსთავიდან;კვება;ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:მზა პროდუქციის დაფასოება და შესაბამის ტომრებში განთავსება;დაფასოების პროცესში პროდუქციისა და ტომრების ხარისხის კონტროლი;პროდუქციის წონისა და შეფუთვის სისწორის კონტროლი;დაფასოების ხაზის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;პროდუქციისა და ტომრების ფიზიკური გადაადგილება;დაფასოების პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კონტროლი;ეტიკეტირებული ტომრების მიღება და აღრიცხვა;წარმოების შესაბამისი ბლანკებისა და ჩანაწერების შევსება;სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:საშუალო განათლება;ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე;გუნდში მუშაობის უნარი;მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
ვაკანსიის დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/bBMcq