← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების აგენტი / ბროკერი

Keyline Group · თბილისი

უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში) ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1,500 – 8,000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ. გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში. ძირითადი მოვალეობები: უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა. პიროვნული თვისებები: მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა. რას გთავაზობთ ჩვენ: კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;მეგობრულ სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: keylinegroup.vacancy@gmail.com წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „უძრავი ქონების აგენტი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 550 50 56 84 (Whatsapp).

განაცხადის გაგზავნა →