უმცროსი იურისტი
ბიოდიზელი ჯორჯია · თბილისი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.განაკვეთი: სრულიანაზღაურება: შეთანხმებითსამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დავალებების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი. უკუკავშირი პარტნიორ კომპანიებთან; სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა. ასევე, მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია; კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა; წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი იურიდიული განათლება;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
პიროვნული უნარ-ჩვევები: მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - “subject”, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.