კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
HSE Georgia · თბილისი
HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურებას, HACCP - ის სისტემის დანერგვას ორგანიზაციებში და სხვა თანმდევ სერვისებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება.სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების შეთავაზება;არსებულ და ახალ კლიენტებთან კომუნიკაცია, წამოჭრილი საკითხების ადმინისტრირება და კომუნიცირება კომპანიის მენეჯმენტთან;კლიენტთა მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღნისძიებების ინიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება;ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება;რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება გაყიდვების სფეროში;უმაღლესი განათლება;გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები;საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
მოლაპარაკების წარმოების უნარი;პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა;ორგანიზებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;ფიქსირებულ + საბონუსე ანაზრაურების მოქნილ სისტემას შესრულებული სამუშაოს მიხედვით და სხვა ბენეფიტებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!