← ყველა ვაკანსია

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

Study Hub Educational Center

"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ** მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია ** მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო გრაფიკი: ** დღეში 4 საათი ** სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით სამუშაოს აღწერა: მასწავლებელს მოუწევს 1-6 კლასების მოსწავლეებთან მუშაობა, კომბინირებული სასწავლო კურსის ფარგლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რომელიც: ** ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მოსწავლეს; ** შეუძლია სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და ახსნითი მეთოდით მიწოდება; ** ორიენტირებულია არა მხოლოდ მასალის დამახსოვრებაზე, არამედ მოსწავლის მიერ საკითხის გააზრებასა და დამოუკიდებლად გამოყენებაზე; ** შეუძლია სხვადასხვა ასაკისა და აკადემიური დონის მოსწავლეებთან მუშაობა; ქმნის მშვიდ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დაწყებით კლასებთან მუშაობის გამოცდილება; ** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლიანობა და კომუნიკაბელურობა; ** მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი. ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: studyhub.educenter@gmail.com ან მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ.

განაცხადის გაგზავნა →