Elevator operator
LTD Nutrimax
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალასამუშაო გრაფიკი - ორშ-პარ 09:00-18:00 მდე, შაბათი 09:00-16:00ანაზღაურება -1700 ლ.დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები:
ნაყარი სახის ნედლეულის მიღება, აწონვა, სინჯების აღება და განთავსება შესაბამის სილოსებში, დადგენილი წესების დაცვით;მიღებული ნედლეულის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;საწარმოო პროცესისთვის საჭირო შესაბამისი ნედლეულის გადმოტანის უზურნველყოფა საწარმოო ზონაში;ნედლეულის გაცემის უზრუნველყოფა (მოთხოვნის შესაბამისად), შესაბამისი წესების დაცვით;ელევატორში განთავსებული პროდუქციის მონიტორინგი: ტემპერატურული, ტენიანობის და გაგრილების სისტემის კონტროლი;სილოსის ტექნიკური მახასიათებლების მონიტორინგი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;სამუშაო პროცესში უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სასაწყობე ან ტექნიკური მიმართულებით;კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (A2);სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა.