← ყველა ვაკანსია

e-commerce ოპერაციებისა/კომუნიკაციის სპეციალისტი

რედბერი

"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას e-commerce ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის თანამდებობაზე. მოვალეობები: ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე. პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში. ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი. ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი რას გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება ** თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე ** კარიერული ზრდა ** ბონუსური სისტემა რას გააკეთებ: ** შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე ** ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე ** ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება ** შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი ** პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა ** მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება ** პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში ** მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება ჩვენი მოლოდინი: ** გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი ** მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება ** მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი ** სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება ** უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა ჩვენს შესახებ: "wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao. როგორ დაგვიკავშირდე: შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/ndvp/jg პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

განაცხადის გაგზავნა →