← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

Master Tools

სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS"-ი, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. შპს "MASTER TOOLS"-ი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების) აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია თურქული ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; ** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით; ** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; ** საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება; ** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება; საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) ხელფასი: 1500-1800 ლარი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →