მოლარე-კონსულტანტი
ზღაპარი
მარკეტების ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ვაჟა-ფშაველას 46 (მეტრო დელისი)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 14:30-23:30 სთ კვირაში ხუთი დღე (შესაძლებელია 6 საათიანი გრაფიკი)
** ანაზღაურება: 1000 + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40.
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.