სტაჟიორი/მომარაგების მენეჯერი
ინფრაკონ
ვაკანსია: სტაჟიორი მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია "ინფრაკონ"-ი მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაოს აღწერილობა:
** ობიექტებიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება და შესაბამისი მასალების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასებისა და პირობებზე მოლაპარაკება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** მარაგების მართვა და ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა;
** მასალების დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
** საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის გაგზავნა, მიღება და ჩაბარება შესაბამის უწყებებში;
** ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია ტრანსპორტის დეპარტამენტთან ერთად;
** ყოველდღიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ხარჯების ანალიზი და დანაზოგების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი
** ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs.infracon@gmail.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე".