← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

აიტიკრაფტი

კომპანია "ITCraft" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი - პავლე ინგოროყვას 19 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;) ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად კომპანიის შესახებ: "აიტი კრაფტი" — 2016 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი IT კომპანია საქართველოში. ვართ გუნდი, რომელიც ტექნიკურ პროცესებს ისე აგვარებს, როგორც სხვები ქაღალდის სამუშოებს — სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ხმაურის გარეშე. ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ოფის მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურ საოფისე პროცესებს მოაწესრიგებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და ტექნიკის მიღება/გაცემა. ძირითადი მოვალეობები: ყოველდღიური ამოცანები: ** კურიერის გამოძახება და გზავნილების კოორდინაცია; ** თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის რეპორტინგი თვეში ერთჯერ; ** მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია; ** სოციალური მედიის არხებთან კომუნიკაცია — Facebook, Instagram, TikTok. პერიოდული და საჭიროებისამებრ ამოცანები: ** საოფისე ინვენტარის კონტროლი, აღწერა და შეკვეთა: საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყავა და სხვა საჭირო მასალები; ** კარტრიჯების შეკვეთა; ** ხელშეკრულებების, სკანირება, ხელმოწერის ორგანიზება და არქივირება; ##### ** კორპორატიული ნომრების, Fitpass-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კონტროლი; ** გეგმიურ და ერთჯერად მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში; ** ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის ორგანიზება; ** შეხვედრების, მიწოდებებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია. მოთხოვნები: ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვა; ** Microsoft Office-ის ცოდნა — Word, Excel, ელფოსტა; ** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია; ** IT სფეროს ან ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ, სტაბილურ და განვითარებად სამუშაო გარემოს. შერჩევის ეტაპები: ** კანდიდატების შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე; ** გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@itcraft.ge Subject: ოფის მენეჯერი

განაცხადის გაგზავნა →