← ყველა ვაკანსია

სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

კომპლექსი კრუიზი

კომპლექსი "კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით. ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება: 1200 ლარი კვება: უზრუნველყოფილია ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out). ** ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა. ** სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა. ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ. ** ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება. ** სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ** რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე. ** ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა: "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის გაგზავნა →