← ყველა ვაკანსია

საქმეთა მწარმოებელი

რებილდი

კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და მართვა ** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა; ** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება; ** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად; ** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე; ** სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი; ** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია; ** მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება; ** სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული გადაწყვეტა; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad); ** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; ** გუნდის მართვის უნარი; ** შეზღუდულ ვადებში მუშაობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს ** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →