სამშენებლო პროექტების მენეჯერი
რებილდი
კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამშენებლო პროექტების მენეჯერს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სამშენებლო პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.
** ოფისის მისამართია - კოტე მახარაძის 4, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.