← ყველა ვაკანსია

ფოტოგრაფი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოგრაფის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა - 1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფოტოგრაფიის სფეროში მიღებული განათლება (სპეციალური კურსები, ტრენინგები); ** ფოტოგრაფად მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, ოფიციალური ღონისძიებების ფოტოგადაღების მიმართულებით გამოცდილება; ** ხელოვნების ნიმუშებთან მუშაობისა და ფოტოგადაღების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ფუნქცია-მოვალეობები: ** მუზეუმის კოლექციების, ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პროფესიული ფოტოგრაფირება; ** მუზეუმის გამოფენების, ღონისძიებების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფოტოგადაღება; ** მუზეუმის შენობების, ინტერიერების, საგამოფენო სივრცეებისა და გარემოს ფოტოდოგადაღება; ** ფოტომასალის პროფესიული დამუშავება; ** მაღალი ხარისხის ციფრული ფოტომასალის მომზადება სამეცნიერო, საგამოფენო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სარეკლამო მიზნებისთვის ** ფოტომასალის სისტემატიზაცია და შესაბამისი ციფრული მონაცემთა ბაზისა და არქივის წარმოება. სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი N3 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →