სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
ტელექსი
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურს დაიწყო ან განავითარო კარიერა გაყიდვების სფეროში, შეიძინო პრაქტიკული პროფესიული უნარები და იმუშაო შედეგზე ორიენტირებულ გუნდში - მოხარული ვიქნებით, გაგიცნოთ.
პოზიციის შესახებ:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა მომხმარებლებთან ეფექტური სატელეფონო კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის წარმატებით წარმართვა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლებთან გამავალი სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა;
** შესაბამისი პროდუქტის პროფესიონალურად და დამაჯერებლად გაცნობა;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხების გაცემა;
** გაყიდვების პროცესის მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიული კომუნიკაციის შენარჩუნება;
** განხორციელებული ზარებისა და გაყიდვების შესახებ ინფორმაციის სწორად აღრიცხვა;
** გაყიდვების გუნდის საერთო მიზნებისა და ინდივიდუალური KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** ორგანიზებულობა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
სამუშაო გამოცდილება ან სპეციალური განათლება სავალდებულო არ არის.
მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ახალი უნარების შეძენის სურვილი.
ვაკანსიაზე შესაძლებელია სტუდენტის დასაქმებაც.
რას გთავაზობთ:
** წინასწარ ტრენინგს - სამუშაოს დაწყებამდე მიიღებ პოზიციისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ მომზადებას.
** პროფესიულ განვითარებას - ყოველდღიურ სამუშაო პროცესში განივითარებ კომუნიკაციის, მოლაპარაკების, გაყიდვების, დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
** გუნდურ გარემოს - იმუშავებ გუნდში, სადაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და საერთო შედეგი.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს - შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული შენს შედეგებთან.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** 5 სამუშაო დღე - 10:00-18:00
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 000 ₾ + გაყიდვებიდან პროცენტი
** 5 სამუშაო დღე - 10:00-16:00 ან 16:00 - 22:00
** ფიქსირებული ანაზღაურება: 750 ₾ + გაყიდვებიდან პროცენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისი
დისტანციური მუშაობა არ არის.
როგორ შეფასდება შენი შედეგი?
პოზიციაზე შენი საქმიანობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
** მომხმარებლების უკუკავშირი და სატელეფონო მომსახურების ხარისხი;
** სატელეფონო კომუნიკაციიდან განხორციელებული გაყიდვების შედეგი;
** ინდივიდუალური მიზნებისა და KPI-ების შესრულება.
შერჩევის პროცესი:
შერჩევის პროცესი მოიცავს ერთ გასაუბრებას.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესო შესაძლებლობაა და მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და საკუთარი შედეგებით შექმნა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა - გამოაგზავნე რეზიუმე: job@telex.ge