← ყველა ვაკანსია

რეგისტრატორი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. 1. რეგისტრატორი სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30:00-17:00; შაბათი - 10:00-14:00; ანაზღაურება: 862 ლარი (I დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) - 1382 ლარი (IV დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ; ** პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად; ** პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი; ** დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა. ** სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ; ** პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას; ** სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა; ** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** თავაზიანობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

განაცხადის გაგზავნა →