დარბაზის ადმინისტრატორი
ჰიპერმარკეტი Domino · ქუთაისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
პროფესიული ან უმაღლესი განათლება;მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;საოფისე პროგრამების ცოდნა;გუნდის მართვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;მაღალი კორპორატიული კულტურა;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირაანაზრაურება: 1700 ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yh48b8pb