← ყველა ვაკანსია

საწყობის მიმღები-ოპერატორი

ჰიპერმარკეტი Domino · ქუთაისი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში ფუნქცია-მოვალეობები:შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;დოკუმენტაციის წარმოება;ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ან ტექნიკური განათლება;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები:კარგი მათემატიკური უნარები;კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი; პირობები:სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;ხელფასი: 1200 ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო). ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4U5m4wGe

განაცხადის გაგზავნა →