VIP Sales Manager
Tbc Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ვიპ გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ; შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
შენი, როგორც ვიპ გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;პოტენციურ მომხმარებელთან დაკავშირება, მისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება, დაზღვევის პროცედურის წარმოება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;კომპანიასა და მომხმარებელს შორის სადაზღვევო თანამშრომლობის წამოწყება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით; პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;პოსტ კორპორატიულ სეგმენტად მოაზრებული პირებისათვის არსებული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-პრეზენტაცია და შესაბმისი ხელშეკრულების გაფორმება;მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მათთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;ზრუნვა არსებული პოლისების განახლებაზე;საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ქეისების შეთანხმება და პირობების მოპოვება შესაბამისი განყოფილებებიდან;გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;ანდერაიტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა;დაზღვეულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა.
გამოგვეხმაურე, თუ
ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;გაქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი;იცი საოფისე პროგრამები მაღალ დონეზე;იცი ინგლისური ენა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.