← ყველა ვაკანსია

საოპერაციოს ექთნის დამხმარე

ენმედიცი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3 სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00; საჭიროების შემთხვევაში — 18:00 საათამდე ანაზღაურება: 1000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** საოპერაციოს ექთნის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში; ** საოპერაციო ოთახის მომზადებასა და მოწესრიგებაში მონაწილეობა; ** საჭირო მასალებისა და ინვენტარის მომზადება; ** გამოყენებული ინვენტარისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება; ** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა; ** ექთნისა და საოპერაციო გუნდის მითითებების შესრულება; ** პაციენტის მომსახურების პროცესში დახმარება კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა; ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოწესრიგებულობა და დისციპლინირებულობა; ** სწრაფად სწავლისა და მითითებების სწორად შესრულების უნარი; ** სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. CV გამოგზავნეთ: hr@enmedic.com პერსონალური მონაცემების დაცვა: ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს.

განაცხადის გაგზავნა →