← ყველა ვაკანსია

მოლარე-რეგისტრატორი

ენმედიცი · ბათუმი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00; ** ყოველ მეორე შაბათს: 09:00-14:00; ** ოფიციალურ უქმე დღეებში სამუშაო არ სრულდება. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 900 ლარი. ყოველ მეორე შაბათს მორიგეობის შემთხვევაში, შაბათის სამუშაო ანაზღაურდება დამატებით, შესაბამისი ერთი სამუშაო დღის ანაზღაურებისა და 30%-იანი დანამატის გათვალისწინებით. შაბათის დამატებითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის თვეში სამუშაო დღეების რაოდენობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების რეგისტრაცია და მომსახურება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** მომსახურების საფასურის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** სალარო დისციპლინისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე; ** კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი; ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. CV გამოგზავნეთ: hr@enmedic.com პერსონალური მონაცემების დაცვა: ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →