გაყიდვების ოპერატორი სერვისცენტრში
საქართველოს ფოსტა · თბილისი
შპს "საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მიმართულებაში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე თბილისში
ანაზღაურება - 1200 ლარი
სამუშაო განრიგი: მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები: სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები: სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.სხარტი აზროვნების უნარი;ყურადღება დეტალების მიმართ;მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
გასაუბრება;მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2847