← ყველა ვაკანსია

VoIP ინჟინერი

GOSMS.ge

კომპანია "GoSms" აცხადებს ვაკანსიას VoIP ინჟინრის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ხმოვანი ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას. ძირითადი მოვალეობები: ** VoIP ინფრასტრუქტურის გამართვა, მართვა და მონიტორინგი; ** SIP Trunk-ების, IP ტელეფონისა და ვირტუალური ნომრების კონფიგურაცია; ** Asterisk/FreeSWITCH-ზე დაფუძნებული სისტემების ადმინისტრირება; ** შემომავალი და გამავალი ზარების მარშრუტიზაციის მართვა; ** Call Center-ის ფუნქციონალის, IVR-ის, Queue-ებისა და Recording-ის გამართვა; ** ხმოვანი ხარისხის, შეფერხებებისა და კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკა; ** SIP, RTP, NAT, Firewall და QoS პარამეტრების მართვა; ** სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან ტექნიკური კომუნიკაცია; ** VoIP სისტემების CRM-სა და სხვა პროგრამულ პროდუქტებთან ინტეგრაციაში მონაწილეობა; ** სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო თაღლითური აქტივობების პრევენცია; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** VoIP ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** SIP, RTP, TCP/IP, UDP, DNS და NAT პროტოკოლების კარგი ცოდნა; ** Asterisk, FreeSWITCH ან სხვა IP PBX სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** Linux ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების ცოდნა; ** ქსელური ინფრასტრუქტურისა და Firewall-ის საბაზისო ან კარგი ცოდნა; ** Wireshark, SIP Trace და სხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება; ** პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** Kamailio, OpenSIPS ან SBC სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** Call Center-ის პლატფორმებთან მუშაობა; ** API ინტეგრაციების გამოცდილება; ** Docker-ისა და Cloud ინფრასტრუქტურის ცოდნა; ** VoIP უსაფრთხოებისა და Fraud Prevention-ის მიმართულებით გამოცდილება; ** ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო და ტექნოლოგიურად მრავალფეროვან პროექტებს; ** პროფესიული განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + განვიხილავთ გრძელვადიან, პარტნიორულ თანამშრომლობასაც. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@gosms.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "VoIP ინჟინერი". რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი. გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "Fixgroup"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →