← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

Sportsmed

კომპანია "Sportsmed" წარმოადგენს, პირველად საქართველოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ერთობლივ კომპლექსს. უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტები: ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვერტებროლოგები და რეაბილიტოლოგები, რომელთა მუშაობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული. კომპანია "Sportsmed" იწვევს დასაქმების მსურველებს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ! სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო 2მრ. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი 1 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - საათიდან 18:00 - საათამდე, შაბათი 09:30-13:00 საათამდე (თვეში 2 შაბათი დასვენება) ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი ანაზღაურება. ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით; ** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება ** პაციენტების რეგისტრაცია; სალარო ოპერაციების წარმოება ** პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება. ** საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საჭირო უნარები: ** ყურადღებიანი და მობილიზებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; FB: https://www.facebook.com/sportsmedlab დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@sportsmed.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი". კომპანია "Sportsmed" გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →