← ყველა ვაკანსია

გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი

საქართველოს რაგბის კავშირი

"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე. თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ვეძებთ გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტებს ორ ლოკაციაზე. პოზიცია აერთიანებს მომხმარებლის მომსახურებას და პროდუქციის გაყიდვას. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა; ** პროდუქტის შერჩევაში დახმარება და შეკვეთების მიღება; ** ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვა; ** ყავის, ცივი სასმელებისა და მარტივი საკვები პროდუქტების მომზადება/გაცემა; ** POS-ტერმინალთან მუშაობა; ** პროდუქციის განლაგება და მარაგების კონტროლი; ** გაყიდვების აღრიცხვა; სამუშაო გრაფიკი: პირველი ლოკაცია: ** I ცვლა — 07:00-15:00 საათი; ** II ცვლა — 15:00-23:00 საათი. მეორე ლოკაცია: ** I ცვლა — 11:00-18:00 საათი; ** II ცვლა — 18:00-01:00 საათი. ვის ვეძებთ? ** კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს; ** პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და პუნქტუალურ კანდიდატს; ** კანდიდატს, რომელიც მზად არის ცვლებში სამუშაოდ. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის -სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით. რას გთავაზობთ? ** მეგობრულ და ენერგიულ გუნდს; ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობას; ** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: m.dolaberidze@rugby.ge

განაცხადის გაგზავნა →