← ყველა ვაკანსია

Warehouse and Forklift Operator

LTD Nutrimax · თბილისი, ზემო ფონიჭალა

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის, საწყობის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალასამუშაო გრაფიკი - ორშ - პარ 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00ანაზღაურება - 1700 (ხელზე ასაღები თანხა)დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ავტოდამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება და პროდუქციის გაცემა;ტვირთების გადაზიდვა, აზიდვა, ჩაყრა მოცემული დავალებების შესაბამისად;საჭირო მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა და აღნიშნულის პროგრამულად ასახვა;სატვირთო მანქანის დატვირთვა მზა პროდუქციით. ძირითადი მოთხოვნები: საშუალო განათლება;სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 

განაცხადის გაგზავნა →