← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით. პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies ფუნქცია- მოვალეობები: ** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა; ** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; ** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება; ** CRM ბაზის ფორმირება და მართვა; ** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას); ** გამართული ვერბალური და წერითი უნარები; ** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. პიროვნული უნარ -ჩვევები: ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა; ** მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა; ** საკომუნიკაციო ხარჯი; ** Fit Pass ბარათი; ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ანაზღაურება: ფისირებული 2000-2500 ლარი +საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით). დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →