← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

ვაითმედიკალი · თბილისი, რეგიონები

კომპანია "ვაითმედიკალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში. ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. ძირითადი მოვალეობები: ** ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამიზნე აუდიტორიასთან ** კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ** საკუთარი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა/შეთავაზება სამიზნე აუდიტორიისთვის (ექიმები/ფარმაცევტები) ** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი და ა.შ) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა ** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა ** დეტალური ანგარიშის წარმოება (ყოველდღიური ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება აუცილებელია! ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (ოპერაციული სისტემა MS Windows; საოფისე პროგრამა MS Excel) ცოდნა უნარ-ჩვევები: ** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info.whitemedical@gmail.com და სათაურში მიუთითეთ თქვენი გამოცდილება.

განაცხადის გაგზავნა →