← ყველა ვაკანსია

პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი

არდენზე

კომპანია შპს "არდენზე" ავეჯის საწარმო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე ქ. თბილისში: 1. პროექტის მენეჯერი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3 ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - შაბათი; 9:00-18:00) ** ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტის შეკვეთის/პროექტის კოორდინაცია საწყისი ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე; ** დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებს შორის კომუნიკაციის და ვადების კოორდინაცია; ** პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების კონტროლი; ** კლიენტთან რეგულარული კომუნიკაცია, პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირება; ** კლიენტთან და დიზაინერთან შეთანხმებული პარამეტრების დოკუმენტირება, წარმოების პროცესისთვის მომზადება; ** წარმოშობილი ხარვეზების დროული გამოვლენა და გადაწყვეტილებების მიღება; ** ობიექტზე მონტაჟის პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი; ** პროექტის დასრულების შემდეგ საბოლოო ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან. მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავეჯის, ინტერიერის ან სამშენებლო სფეროში); ** პარალელური პროექტების ერთდროულად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები; ** საოფისე პროგრამების (Word, Excel) და პროექტის მართვის სისტემების ცოდნა. 2. წარმოების ხელმძღვანელი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3 ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი; 9:00 -18:00) ** ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური მართვა; ** საწარმოო გეგმის შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა; ** პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და გუნდის ზედამხედველობა; ** მასალებისა და ხარისხის კონტროლი; ** დანადგარების გამართული მუშაობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ** წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტური გამოყენება; ** საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; ** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან წარმოების მაჩვენებლებზე. მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება წარმოების ან საწარმოო პროცესის მართვის მიმართულებით (სასურველია ავეჯის ან ხის დამუშავების სფეროში); ** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** საწარმოო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: info.ardenze@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →