← ყველა ვაკანსია

მოლარე-ოპერატორი

მონეტა ექსპრეს ჯორჯია · ქუთაისი

შპს მისო "მონეტა ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში. ანაზღაურება: მიმდინარე მომენტში: ხელზე ასაღები 900 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. 2027 წლის იანვრიდან გადაწყვეტილია ხელფასის ზრდა 200 ლარით ძირითადი მოთხოვნები ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო; ** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ** მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიული დამოკიდებულება; ძირითადი მოვალეობები ** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება; ** ფულადი გზავნილებისა და ვალუტის კონვერტაციების განხორციელება; ** კომუნალური გადასახადების მიღება/შესრულება; ** მომხმარებლების მომსახურება და კონსულტაცია. საჭირო უნარები ** თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე. ჩვენ გთავაზობთ ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ოქროს შეფასების მიმართულებით ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: info@monetaexpress.ge გთხოვთ, ელფოსტის Subject/სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "მოლარე-ოპერატორი". "მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →